განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

სალომე სამადაშვილი - ჩვენ გვჭირდება დრო დამატებითი კონსულტაციებისთვის, რადგან გვაქვს შეკითხვები

სალომე სამადაშვილი - ჩვენ გვჭირდება დრო დამატებითი კონსულტაციებისთვის, რადგან გვაქვს შეკითხვები
18-04-2021, 20:43
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„ჩვენ გვჭირდება დრო კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან არის მოწოდებები, რომ ყველა პარლამენტის წევრმა უნდა განიხილოს შეთანხმების ხელმოწერა.

„ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და შესაბამისად, ჩამოყალიბდება პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ ყველა პარლამენტის წევრმა უნდა განიხილოს შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენი პარტიული გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ გვჭირდება კიდევ დრო კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 88-ჯერ
კომენტარები