განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
8-04-2021, 21:14
ავტორი: ანი შველიძე

რამდენიმე წუთის წინ ხონი - მათხოჯის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ინფორმაციას „დეილიინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სავალი გზიდან გადავიდა.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
მოინახულეს 2 733-ჯერ
კომენტარები