„სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი და გიორგი ვაშაძის აზრები ერთმანეთს ემთხვევა და ბლოკიდან გასვლას ამ ეტაპზე არ აპირებს.
„მე გიორგი ვაშაძისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ემთხვევა ჩვენი აზრი ერთმანეთს. გიორგი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ჩემთვისაც არ არის თვითმიზანი შესვლა-არშესვლა. აქ საუბარია, როგორ მოვახერხებთ რეფორმებს.
მე წავალ, არ წავალ, თუ რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, ამას მივიღებთ მე და გიორგი, რადგან ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი. შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, შეიძლება არ იყოს. ამას გავარკვევთ მე და გიორგი, ვერავინ სხვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ტოვებს თუ არა თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებელს“?
8-04-2021, 20:30
ავტორი: DaiLyInfo
გაზიარება
მოინახულეს 153-ჯერ