განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები რუსულ საქმეს აკეთებენ 

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები რუსულ საქმეს აკეთებენ 
7-04-2021, 18:51
ავტორი: სოფიო შავაძე

„ჩვენი ოპონენტები რომ დღემდე რუსულ საქმეს აკეთებენ, მგონი ესეც ცალსახაა. ეჭვი მეპარება, რომ რასა იუკნევიჩიენეს აეღო საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობა, რომ მას მთელი ევროპარლამენტი და საბჭო უჭერს მხარს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია შევხედოთ იმას, თუ სად დგანან პოლიტიკური პარტიები და ვის საქმეს აკეთებენ ისინი.

„ბიძინა ივანიშვილი იცით რომ გავიდა პოლიტიკიდან, ასე რომ უფრო მნიშვნელოვანია ახლა შევხედოთ იმას, სად დგანან პოლიტიკური ძალები, „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ცალსახა. ჩვენი ოპონენტები რომ დღემდე რუსულ საქმეს აკეთებენ მგონი ესეც ცალსახაა. ეჭვი მეპარება, რომ რასა იუკნევიჩიენეს აეღო საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობა, ეთქვა რომ მთელი ევროპარლამენტი და საბჭო უჭერს მხარს, ვინაიდან ის არ წაემოადგენს მთლიანად პარლამენტს და არც საბჭოს. საკითხს ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით წყვეტს არა ევროპარლამენტი, არამედ ევროპის კომისია, ხოლო ევროპის კომისიის დამოკიდებულება ყველასთვის კარგად არის ცნობილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული მიმართა ევროპარლამენტის პოზიციას გამოხატავდა.

გაზიარება
მოინახულეს 48-ჯერ
კომენტარები