„საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც კრამონი ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი შესამჩნევად უკან მიდის.
„საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენ. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი შესამჩნევად უკან მიდის გასული წლების განმავლობაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხელისუფლებასა და პარლამენტში გაუგებარია, ამიტომ ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც იყო ადრე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე წარმოვიდგენთ
7-04-2021, 15:55
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 76-ჯერ