განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

კორონავირუსის მართვაში ჩართის მიზნით, მედიცინის 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა

კორონავირუსის მართვაში ჩართის მიზნით, მედიცინის 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა
2-11-2020, 13:13
ავტორი: მერი ტაბატაძე

კორონავირუსის მართვაში ჩართვის მიზნითმედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

Covid-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის 1844 მაღალკურსელმა გადამზადების სწრაფი კურსი გაიარაკორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნითმედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულიაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითსაქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინასევე არადისტანციურად).

გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენსგადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ

სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდებაამ მიმართულებით საქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა - „Covid-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვისაღნიშნული კონტიგენტის გათვალისწინებითუნივერსიტეტები ადგენენ იმ სტუდენტთა სიებსრომლებიც გამოთქვამენ სურვილსჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.

ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზეპროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებსმათ შორისმედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვასპანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციასინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.

კურსის ვიდეომასალა განთავსებულია ბმულზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტორიზებული უნივერსტიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელი სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებიასევეშინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
მოინახულეს 101-ჯერ
კომენტარები