გახარიას პარტიის წევრი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

გახარიას პარტიის წევრი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს
23-02-2022, 17:24 - 2022
549

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩია. კაჭარავას კანდიდატურას მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 17 წევრი.
 
პროცესში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ წევრებს არ მიუღიათ. ისინი საკრებულოს იმ შემადგენლობას, რომელმაც თავმჯდომარე დაამტკიცა, არალეგიტიმურად თვლის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა, თქვა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობს და თანამდებობა დატოვა. ოპოზიცია ითხოვს, რომ აპარატის ყოფილი უფროსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა