განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან - როგორ აუხსნიან, რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი

ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან - როგორ აუხსნიან, რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი
27-02-2021, 21:34
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„როგორ აუხსნიან, რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი“, - ამის შესახებ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ამ ყველაფრით იამაყებს.

„ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ მივლინება რა არის.

ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი.
მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის.

ერთი, რაც მამშვიდებს ისაა, რომ, როცა გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს, მგონია, რომ იამაყებს ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც.

ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას, ეჭვიც არ მეპარება“, – განაცხადა ნიკა მელია.

გაზიარება
მოინახულეს 127-ჯერ
კომენტარები