რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დაკავებულია.
სუს-ის ბრიფინგიდან გაირკვა ისიც, რომ ექს-მაღალჩინოსანთან ერთად ხელბორკილები დაადეს მის ცოლს, ანი ნადარეიშვილს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს გამოძიება იღებდა თუ არა რაიმე ანა ნადარიშვილი მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.
„მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე. ჰქონდა საშუალება ეპასუხა, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
















