„საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებაზე კომუნიკაცია ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს.
„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს დადებული მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან — ევროკავშირიდან ჩინეთამდე. მსგავს შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი - საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია
27-02-2021, 18:20
ავტორი: სალომე მამნიაშვილი
გაზიარება
მოინახულეს 211-ჯერ