განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ადვოკატი - ნიკა მელიასთვის პროკურატურის განცხადება გირაოსთან დაკავშირებით სასაცილოა

ადვოკატი - ნიკა მელიასთვის პროკურატურის განცხადება გირაოსთან დაკავშირებით სასაცილოა
26-02-2021, 18:01
ავტორი: მერი ტაბატაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მელიასთვის პროკურატურის განცხადება გირაოსთან დაკავშირებით, სასაცილოა.

როგორც გვარამიამ მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციონერი ლიდერი მხნედაა და აცხადებს, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

„ვნახე გამოძინებული და დასვენებული ნიკა მელია. ძალიან მხნედ და კარგ ხასიათზეა, მაგრამ რაც მთავარია არ აქვს დაკარგული იმის რწმენა რასაც ის აკეთებდა. მან განაცხადა რომ გირაო მისთვის სასაცილოა და შეურაცხმყოფელია ის, რაც მოისმინა და პირდაპირ ასე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტი მტერი იქნება ის ადამიანი ვინც ე.წ კეთილი ზრახვებით გირაოს გადაიხდის. მისი პოზიცია არის ის რომ, ყინული დაიძრა და გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
მოინახულეს 100-ჯერ
კომენტარები