უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე 43 200 რუსი ჯარიკაცი მოკლა

უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე 43 200 რუსი ჯარიკაცი მოკლა
12-08-2022, 13:55 - 2022
463

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 200 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 849 ტანკს, 4 108 ჯავშანმანქანას, 977 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3021 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 778 უპილოტო საფრენ აპარატს, 90 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა