განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გაგვახსენა, რომ პრეზიდენტი გვყავს - ბურჯანაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

გაგვახსენა, რომ პრეზიდენტი გვყავს - ბურჯანაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე
13-01-2021, 16:19
ავტორი: მერი ტაბატაძე

„გაგვახსენა, რომ პრეზიდენტი გვყავს“, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ბურჯანაძე „ტვ. პირველთან“ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას არც აპირებს.

„პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას არც ვაპირებ. ერთადერთი რაც შეიძლება ხეირი იყოს ამ ყველაფრისგან, არის ის, რომ მოსახლეობას გაგვახსენა, რომ პრეზიდენტი გვყავს. როგორც წესი მას არ ახსენდება ხოლმე რაიმე სერიოზულზე კომენტარის გაკეთება და ახლა იაქტიურა, რომ ივანივილი დაეცვა და მისი გული მოეგო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბურჯანაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი (ივანიშვილი) „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, ჭორვილაში რომ 15 წელი იცხოვრო, შეურაცხყოფაა.

გაზიარება
მოინახულეს 175-ჯერ
კომენტარები