სააკაშვილის მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის ცვილის ფიგურის დამზადებას ითხოვენ

სააკაშვილის მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის ცვილის ფიგურის დამზადებას ითხოვენ
31-05-2022, 00:02 - 2022
602

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი ექსპრეზიდენტის ცვილის ფიგურის დამზადების ინიციატივით გამოდის.
 
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 
 
მოგმართავთ ყველას, ვისაც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი - მიხეილ სააკაშვილი გენატრებათ,  ხომ არ ავაგროვოთ ფული და დავამზადოთ ბატონი მიშას ცვილის ფიგურა? ამით რაღაც სახით მაინც შევიმსუბუქებდით იმ ტკივილს, რომელიც მისი დაჭერით მოგვაყენეს! დაწერეთ კომენტარებში, თუ ეთანხმებით“, - წერენ მხარდამჭერები.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა