სომხეთი: აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა და რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შეიჭრა

სომხეთი: აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა და რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შეიჭრა
25-03-2022, 14:34 - 2022
2 473

ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანის შეჭრა გრძელდება. 
 
ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
 
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი სამხედროები ასკერანის რაიონის სოფელ პარუხში შედიან. 
 
სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფმა სომხეთის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სროლის პროვოცირება მოახდინეს და უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა