მდინარაძე - ნუ გავიწყდებათ, რომ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული ჯარი დგას

მდინარაძე - ნუ გავიწყდებათ, რომ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული ჯარი დგას
18-03-2022, 15:03 - 2022
1 112

„ნუ გავიწყდებათ, რომ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული ჯარი დგას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ცივილიზებული ქვეყნები არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები.
 
ცივილიზებულ ქვეყნებს რომ ახსენებთ, თქვენ გავიწყდებათ ერთი რაღაც, ძალიან დიდი სურვილი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ადამიანს, პოლიტიკოსს ან ხელისუფლებას რაღაცების კეთების, მაგრამ თქვენ არ დაგავიწყდეთ, ის ადამიანები, ვისზეც მიმითითებთ, არიან იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, თქვენ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე, ჟურნალისტი და მე ვარ იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომლის 20 პროცენტიც დაპყრობილი აქვს რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას და 30 კილომეტრში დედაქალაქიდან რუსული ჯარი გიდგათ. 
ნუ გავიწყდებათ ეს კონტექსტი, გაითვალისწინეთ, გირჩევთ
“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა