განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

რა დაუჯდება თბილისის მერიას შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთება

რა დაუჯდება თბილისის მერიას შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთება
19-11-2020, 23:36
ავტორი: მერი ტაბატაძე

წელს თბილისის მერია საშობაო ნაძვის ხის გადაკეთებისა და თბილისის ქუჩების მორთვაში 616 ათასს დახარჯავს, აქედან 104 ათასი ლარი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მერიის კომპანია 103,850 ლარს გადაიხდის მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის ტოტების დასამატებლად და არსებულის გადასაკეთებლად ახალ ზომებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მერიის კომპანიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო.

"ქ. თბილისის მერიის კომპანია, შპს თბილსერვის ჯგუფმა, საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე ორი სახელმწიფო შესყიდვა გააკეთა. 2020 წლის 27 ოქტომბერს კომპანიამ 419,840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია შპს ბენ 3-ს. კომპანია საახალწლო გირლიანდებს მიაწვდის თბილისის მერიას. ამავე კომპანიას 2019 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე (472,980 ლ) ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა მერიამ საახალწლო განათებებისთვის.

ქ. თბილისის მერიის კომპანია, შპს თბილსერვის ჯგუფმა, საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე ორი სახელმწიფო შესყიდვა გააკეთა. 2020 წლის 27 ოქტომბერს კომპანიამ 419,840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია შპს ბენ 3-ს. კომპანია საახალწლო გირლიანდებს მიაწვდის თბილისის მერიას. ამავე კომპანიას 2019 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე (472,980 ლ) ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა მერიამ საახალწლო განათებებისთვის.

მეორე შესყიდვა თბილსერვის ჯგუფმა, 2020 წლის 28 ოქტომბერს გააკეთა. კომპანიამ 195,800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია შპს “ღამის შოუს სტუდიასთან”. სახელმწიფო შესყიდვის საგანი - საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების და აქსესუარების, ნაძვის ხის მორთვა გაფორმების სამუშაოების მომსახურების შეძენაა. საახალწლო განათებები დედაქალაქში 2020 წლის 4 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. მომსახურების შეძენა პირდაპირი წესით მოხდა, ანუ გადაუდებელი აუცილებლობით. მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვა დასაბუთებული იყო იმით, რომ იყო რისკი, რომ მიმწოდებელი კომპანიის დროულად ვერ შერჩევის გამო, ქალაქში განათებების დაყენება დაგვიანდებოდა.

თბილსერვის ჯგუფმა 18 სექტემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი იგივე მომსახურების შეძენაზე. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო (შპს ღამის შოუს სტუდია და შპს ჯეო სტრიმი). ელექტრონული ტენდერი ჩაიშალა და მოხდა ორივე კომპანიის დისკვალიფიკაცია. საინტერესოა, რომ მოგვიანებით გამარტივებული შესყიდვის გზით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება კომპანია ღამის შოუს სტუდიასთან, იმავე მომსახურების შესაძენად სადაც ერთხელ უკვე მოხდა მისი დისკვალიფიკაცია", - აღნიშნავენ ფლანგვის დეტექტორში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ 3,177,944 ლარი გადაიხადა 2019 წელს ახალი საშობაო ნაძვის ხის და ქუჩების მოსართავი სათამაშოების შესაძენად. ხოლო დარჩენილი თანხა (81,950 ლარი) საახალწლო ნათურების და გირლიანდების დაყენებისთვის დაიხარჯება.

გაზიარება
მოინახულეს 360-ჯერ
კომენტარები