სტრასრბურგი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა

სტრასრბურგი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა
1-03-2022, 18:37 - 2022
416

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა რუსეთს, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და სამოქალაქო პირებზე  თავდასხმები შეაჩეროს.

მათი განცხადებით, რუსეთის ამგვარი ქმედება სამოქალაქო მოსახლეობის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს საფრთხეს უქმნის.
 
„სასამართლო ითვალისწინებს მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომლებიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სხვადასხვა რაიონში და მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენენ რეალურ და მუდმივ საფრთხეს სამოქალაქო მოსახლეობის კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სერიოზული დარღვევით, კერძოდ, მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებით. მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად და რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ბრძანებს, მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სათანადო პროცესის შესაბამისად, უბრძანოს რუსეთის მთავრობას, თავი შეიკავოს სამხედრო თავდასხმებისგან სამოქალაქო პირებზე და სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა