რუსული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინულ გემს თავს დაესხა, ჩამოაგდეს

რუსული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინულ გემს თავს დაესხა, ჩამოაგდეს

26-02-2022, 09:14 - 2022
906
       

რუსული უპილოტო თვითმფრინავი ღამით შავ ზღვაში უკრაინელი მესაზღვრეების გემს, „გრიგორი კუროპიატნიკოვი“ თავს დაესხა.

„უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის ჩერნომორსკთან მისასვლელად ჩამოაგდეს.

„უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის საზღვაო დაცვის ხომალდ „გრიგორი კუროპიატნიკოვს“ დაესხა უპილოტო საფრენი აპარატი. საზღვაო მესაზღვრეებმა ჩერნომორსკში ცეცხლი გაუხსნეს უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც უკრაინის სანაპიროსკენ მიემართებოდა“, - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები