საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ რულოვსი ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარშვილის თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან.
ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე“, - წერს სანდრა რულოვსი.