ღარიბაშვილი განმარტავს, დაუწესებს თუ არა რუსეთს სანქციებს

ღარიბაშვილი განმარტავს, დაუწესებს თუ არა რუსეთს სანქციებს

25-02-2022, 12:22 - 2022
972
       

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, სანქციების დაწესებას არ აპირებს.

„მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები