ვატიკანში კონკლავი დაიწყო

ვატიკანში კონკლავი დაიწყო

გუშინ, 23:02 - 2025
151
       

ვატიკანში ახალი პაპის არჩევის პროცესი - კონკლავი - დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
 
კარდინალებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც პაპის ლიტურგიების მაგისტრმა რაველიმ ტრადიციული extra omnes („ყველანი გარეთ“) წარმოთქვა, რის შემდეგაც შენობა დატოვა ყველამ, ვინც კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
 
ახლა საიდუმლო კენჭისყრა დაიწყო. თუ სიქსტის კაპელადან თეთრი კვამლი ამოვა - ახალი პაპი აირჩიეს. თუ შავი - მაშინ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ კიდევ დრო დასჭირდება.
 
აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი არ მიიღებს ხმების ორ მესამედს, რათა 267-ე რომის პაპი გახდეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები