„უკრაინაში ჩასვლა არაფრის მომცემი არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან საჰაერო სივრცე დაკეტილია.
„მე გეტყვით შემდეგს, უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის. თქვენ თუ გინდათ იმის დემონსტრირება, რომ მაშინ იყო ჩამოსული, არა. კითხვაზე ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.