ივანიშვილმა „ოცნების“ თავმჯდომარედ ისევ ირაკლი კობახიძე დანიშნა

ივანიშვილმა „ოცნების“ თავმჯდომარედ ისევ ირაკლი კობახიძე დანიშნა

7-05-2025, 19:35 - 2025
1 244
       

დღევანდელ ყრილობაზე „ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედაც აირჩიეს. ის ამ თანამდებობას 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იკავებდა.
 
„ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური.
 
„ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ ჩატარდა. ყრილობას საპატიო თავმჯდომარეც ესწრება.
 
კობახიძემ „ქართული საქმის კეთებისთვის“ მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, ასევე თანაპარტიელებს და ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს. კობახიძემ ტრადიციულად ივანიშვილის „დამსახურებებზე“ ილაპარაკა.    

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები