„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში დღეს სირცხვილის დღეა.
დეკანოიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩააგდო რიგგარეშე სხდომა და საპარლამენტო ისტორიაში პირველად სხდომათა დარბაზი დახურა.
„დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში. დღეს არის სირცხვილის დღეს საქართველოს ისტორიაში და არამხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვის ძალებს უკრაინაში და მოქალაქეებს, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინოდ გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით საქართველოს პარლამენტის მიერ მოწვეული სხდომა არ ჩაეტარებინა და არ გაეღო დარბაზი პირველად საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.