აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დენიელ ფრიდის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მე-20 საუკუნის დასაწყისის დიქტატორივით იქცევა.
მისი თქმით, მოხიბლულია იმ რუსებით, რომლებიც უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.
„პუტინი იქცევა მე-20 საუკუნის დასაწყისის დიქტატორივით, ის უფრო და უფრო ემსგავსება სტალინს საკუთარ ქვეყანაში და მისი თავდასხმა უკრაინაზე ძალიან მაგონებს ჰიტლერის თავდასხმას პოლონეთზე 1939 წლის პირველ სექტემბერს. როგორც ჩანს, რუსი ხალხი იმავე ეპოქაში არ არის ჩარჩენილი, მე მოხიბლული ვარ იმ რუსებით, რომლებიც უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ რუსეთში და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ“, - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
როგორც ფრიდი „მთავარ არხთან“ აცხადებს, უკრაინაში პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს ძალიან აგონებს.
„2008 წელს დასავლეთი მზად არ აღმოჩნდა განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ახლა დასავლური სამყარო მზადაა და განსხვავებით საქართველოსგან, ახლა ადგილი არ ექნება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის მხრიდან. 2008 წლის ომისგან დღევანდელ ვითარებას ტაქტიკები განასხვავებს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცოდით პუტინი რასაც აპირებდა. ჩვენ ყველამ ვისწავლეთ საქართველოს გამოცდილებაზე“, - თქვა ფრიდმა „მთავარ არხთან“.