„ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტის შენობაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტის შენობაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა

25-02-2022, 10:24 - 2022
791
       

საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანების მიზანი, „შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა“.

„25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები