გელათის გუმბათს ჯვარი მოხსნეს | რა ხდება ტაძარში?!

გელათის გუმბათს ჯვარი მოხსნეს | რა ხდება ტაძარში?!

13-04-2025, 14:58 - 2025
1 601
       

დღეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
 
არსებული ინფორმაციით, გელათის გუმბათის სახურავის დემონტაჟი იწყება, რაც უკვე დიდი ხანია პრობლემურ საკითს წარმოადგენს, მძიმე ზამთარმა და უხვმა ნალექმა გელათის ტაძარი ძალიან დააზიანა.
 
სამწუხაროდ ამ ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს აღარ გვაქვს ინფორმაცია, რა დონეზეა არსებული დაზიანება ან რა დრო დასჭირდება ტაძრის სრულ რესტარვაციას, რადგან გელათის კარი ჟურნალისტებისთვის დიდი ხანია დაიხურა.
 

„დღეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ალბათ იწყება გუმბათის კრამიტის სახურავის დემონტაჟი. ზოგს გაუკვირდა ჯვრის ფორმა და შეიცხადეს. ნუ პანიკდებით ყველაფერზე, ხალხო. მე-19 საუკუნიდან ეს ჯვარი აქვს გელათის მთავარ ტაძარს და ახლა დაინახეთ?! ნახემთვარზეზე აღმართული ჯვარი ქრისტიანობის მიერ მუსლიმებზე გამარჯვების სიმბოლია, ფართოდ გავრცელდა ამდაგვარი ჯვრები რუსეთში და მათი გავლენით მე-19 საუკუნეში საქართველოშიც და არაერთ ეკლესიას აქვს. რაც შეეხება ჯვრიდან გამომავალ სხივებს, დეკორაციულთან ერთად, უპირველესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რომ ფრინველები არ დასხდნენ და არ ასკინტლონ“, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვყენებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები