კობახიძე ანწუხელიძეზე: ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება

კობახიძე ანწუხელიძეზე: ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება

12-04-2025, 18:26 - 2025
659
       

„ფაქტის კონსტატაცია და   ობიექტური მოცემულობის გახმოვანება“, - ასე აფასებს „ოცნების“ პრემიერი რეჟიმის წარმომადგენლის, თეა წულუკიანის განცხადებას ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე.
 
კობახიძემ, პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტებთან ისევ რუსული პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა:
 

„რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა , არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მერე ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც საუბრობს თეა წულუკიანი იმაზე  რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება , რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება , რომელთანაც გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა , არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელია აქ და ცხადია ყველაფერი“, - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ოცნების“ დეპუტატმა, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა წულუკიანმა, რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლულ ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „უაზროდ განწირული“ უწოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები