„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ - ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ - ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

10-04-2025, 02:12 - 2025
5 253
       

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ ბრწყინვალე გოლს ეხმაურება ფრანგული მედია.
„რა გოლი, რა თამაში! ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“,  - წერს ფრანგული მედია ქართველ ფეხბურთელზე.
 „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა

Le Parisien:
„ხვიჩა კვარაცხელიამ ზებუნებრივი გოლი გაიტანა. ისეთივე წარმოუდგენელი, როგორიც დეზირე დუემ. თანაც, ეს ყველაფერი 10 წუთის ინტერვალში. მეტიც, ქართველმა ფეხბურთელმა ზღაპრული გოლი გაიტანა. სწორედ ამისთვის იყიდეს ზამთარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა.“

L’equipe:
„ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს სხვა ძლიერი არჩევანია, რომელმაც გენიალურობა გამოიჩინა. ქართველმა დიდებული აჩქარება მოახდინა, საჯარიმოში დამანგრეველი ცრუ მოძრაობა გააკეთა და არგენტინელ მეკარეს შეუჩერებელი დარტყმით გაუტანა.“



ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ასტონ ვილას“ კარში (ვიდეო)

კვარაცხელია მსოფლიოს საფეხბურთო ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრშია | ფეხბურთელის შეფასებები ცნობილია 

„კვარას ფენომენალური გოლი! ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“ - რას წერს იტალიური მედია კვარაზე

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა | რა შეფასება მიიღო ხვიჩამ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ?


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები