„კვარას ფენომენალური გოლი! ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“ - რას წერს იტალიური მედია კვარაზე

„კვარას ფენომენალური გოლი! ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“ - რას წერს იტალიური მედია კვარაზე

10-04-2025, 00:59 - 2025
1 150
       

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ 2:1 დააწინაურა.

ქართველი ფეხბურთელის გოლზე წერს იტალიური მედია.

„კვარაცხელიას ფენომენალური გოლი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ასტონ ვილას წინააღმდეგ. გიჟური დრიბლინგი და ძლიერი გასროლა: ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“, - წერს Spazio Napoli სოციალურ ქსელში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები