„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო ინტერვენციას გმობენ.
G7-ის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინმა „ევროპის კონტინენტზე ომი ხელახლა წამოიწყო“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინმა „თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა“.
„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირსა და მათ წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც უკრაინასთან და ვაგრძელებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, - აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები.