სამადაშვილი: უმრავლესობა განიხილავს, რომ საგანგებო სხდომა ჩააგდოს

სამადაშვილი: უმრავლესობა განიხილავს, რომ საგანგებო სხდომა ჩააგდოს

24-02-2022, 20:58 - 2022
644
       

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე შეხვედრების შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, ხვალ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩააგდოს.

სამადაშვილმა აღნიშნულის შესახებ განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა და აღნიშნა, რომ ფასი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა სხდომის ჩაგდების შემთხვევაში გადაიხდის, უმძიმეს იქნება. მანვე მოუწოდა კოლეგებს, რომ საქართველოს მეგობარ ქვეყანასთან, უკრაინასთან დაკავშირებით ჩანიშნული სხდომა არ ჩააგდონ.

„დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობა განიხილავს იმას, რომ ხვალ საგანგებო სხდომა პარლამენტში ვერ შედგეს. ამიტომ, მე ახლა მინდა მივმართო ქართველ ხალხს და ვუთხრა, რომ ხვალ აქ წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი პარლამენტი იმიტომ, რომ თუ ხვალ არ შეიკრიბება პარლამენტის საგანგებო სხდომა, გაუგებარია მაშინ, რა ვითარებაში უნდა ხდებოდეს პარლამენტი. თუ უმრავლესობა საკუთარ თავზე აიღებს ტვირთს, რომ ისინი საგანგებო სხდომას ჩააგდებენ, მათაც მსურს მივმართო, რომ ამის პოლიტიკური შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ იქნება უმძიმესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები