თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა
24-02-2022, 19:44 - 2022
634

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები უკრაინის სოლიდარობის აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინის მხარდამჭერი ბანერები აქვთ მიტანილი. ისინი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას აპროტესტებენ.

მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა