„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის „ჯიბის ოპოზიციაა“.
„მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც ხმას არ იღებს, იგივე გიორგი გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია. ნათია მეზვრიშვილით დაწყებული, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დროს, პროკურორი იყო. როგორ შეიძლება, ფარცხალაძის პირობებში პროკურორი ქალი რაიმე მორალური პედისტალიდან ლაპარაკობდეს. თავად გახარიაც მაღალ თანამდებობაზე იყო“, - თქვა ხაბეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში.