დონალდ ტრამპი: ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

დონალდ ტრამპი: ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

30-03-2025, 17:36 - 2025
2 142
       

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
 

„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“, - თქვა ტრამპმა.
 
როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს.
 
ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები