თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათ ადგილზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გამართავენ და ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.