„ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან წაქაძე უკმაყოფილოა, რომ სვეტიცხოველში არსებულ ვითარებას მედია აქტიურად აშუქებს.
ივანიშვილის გუნდის წევრი ამბობს, რომ „ყველაფერი ხდება“ და „მუდმივი არაფერია“.
„ყველაფერი ხდება რა, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, მუდმივი არაფერი არ არის, ალბათ გააკეთეს და რაღაც ხარვეზებია. (სვეტიცხოველი) გარკვეული პერიოდების შემდეგ „რემონტდებოდა“ და კეთდებოდა. მეტი ვერაფერი ნახეთ თემა? გაასწორებენ. თქვენ რომ არ შეგვახსენოთ, არიან კომპეტენტური ადამიანები და გააკეთებენ“, - აცხადებს „ტვ პირველთან“ ბეჟან წაქაძე.