საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.