გლუკსმანი: არსებობდა ადამიანი, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს, რა მოხდებოდა, თუ პუტინთან სისუსტეს გამოვიჩენდით - ეს არის სააკაშვილი

გლუკსმანი: არსებობდა ადამიანი, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს, რა მოხდებოდა, თუ პუტინთან სისუსტეს გამოვიჩენდით - ეს არის სააკაშვილი

24-02-2022, 18:58 - 2022
728
       

ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს, რა მოხდებოდა თუ სისუსტეს გამოიჩენდნენ პუტინის მიმართ, მიხეილ სააკაშვილი იყო.

როგორც მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, სააკაშვილი იყო პირველი, ვინც ეწინააღმდეგებოდა იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მსოფლიო ახლა დგას. 

„არსებობდა ერთი ადამიანი, რომელმაც აჩვენა მთელ მსოფლიოს, თუ რა მოხდება თუ ჩვენ სისუსტეს გამოვიჩენდით პუტინის მიმართ - ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ახლა ის ციხეშია საქართველოში და ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ის ადამიანი, რომლებმაც განგაში ატეხა მთელ მსოფლიოში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა პუტინს, ეს სირცხვილია, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაც ხორციელდება დღეს საქართველოში. დღეს ჩვენ უნდა მივხვდეთ, როგორი იყო სააკაშვილის ისტორიული როლი პუტინის ტირანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა ახლა ვდგავართ“, - განაცხადა რაფაელ გლუკსმანმა „ფორმულასთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები