პრეზიდენტმა ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა

პრეზიდენტმა ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა

24-02-2025, 00:40 - 2025
6 966
       

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს და მის პარტიას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
 
სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ელის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი.
 

„ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს“ (CDU) საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებებს გისურვებთ გერმანიის წინსვლაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს ევროპული მომავლის და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ“, - წერს ზურაბიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები