გერმანიის კანცლერი: ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი

გერმანიის კანცლერი: ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი

24-02-2025, 00:25 - 2025
6 943
       

გერმანიის კანცლერი, „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) ლიდერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები „მწარეა“ მისი პარტიისთვის და მას „მარცხად“ აფასებს.
 
ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მომენტი „როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები“.
 
წინა არჩევნებზე, მისი თქმით, პარტიას „უკეთესი“ შედეგი ჰქონდა, რაზეც „პასუხისმგებელი“ იყო და დასძინა, რომ ეს შედეგი „უარესია და ამაზეც მე ვარ პასუხისმგებელი“.
 
შოლცმა მიულოცა კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერს ფრიდრიხ მერცს.
 
ამასთან, შოლცის თქმით, ის ვერასდროს მიიღებს, ულტრამემარჯვენე პარტიას.
 

„ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები - AfD - და ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი არის ის, რასაც ვერ მივიღებთ და მე არასოდეს მივიღებ. ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ღირებულებები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი დარჩეს“, - ამბობს გერმანიის კანცლერი.
 
ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები