დალია გრიბაუსკაიტე - სამხედრო დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება

დალია გრიბაუსკაიტე - სამხედრო დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება

24-02-2022, 16:37 - 2022
641
       

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე „ტვიტერზე“ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აგრესორს სანქციები მხოლოდ დასჯის, თუმცა მას არ შეაშინებს. როგორც გრიბაუსკაიტე წერს, სამხედრო დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება.

„აგრესორს სანქციები მხოლოდ დასჯის და არ შეაშინებს. სამხედრო დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება”, - წერს დალია გრიბაუსკაიტე „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები