საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორისაც მოხდა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ჩვეულებრივი ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, არ გვეშინია მათი - არ გვეშინია. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს. ეს არის მათი სახე“, - აღნიშნა დეკანოიძემ მედიასთან.
ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სასამართლოს მიმართულებით მიდიან.