პრეზიდენტი „ოცნების“ წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას ხელს აწერს

პრეზიდენტი „ოცნების“ წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას ხელს აწერს

24-02-2022, 15:34 - 2022
72 878
       

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე, ხელს მოაწერს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზადაა, რომ საქართველო ისე წარმოადგინოს, როგორც ამას კონსტიტუცია ავალდებულებს.

„ახლა მაცნობეს რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო როგორც კონსტიტუცია მაძლევს უფლებას ამის, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა და უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხიცაა და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიქნებით, ვართ და ვიქნებით მშვიდობიანი გზის მხარეს, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაშიც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები