ჩეხეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ წარმომადგენელს სანქციებს უწესებს.
დასანქცირებულები არიან:
საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე; შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზაშვილი (ხარება); ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე, მირზა კეზევაძე.
საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის ინფორმაციით, სანქციებს გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობის გამო აწესებენ.