ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
Reuters-ის წყარომ მათ გარდაცვალებაში „ტერორისტები“ დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ ირანში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
მანამდე, აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 646 ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, ირანში რამდენიმე დღეა ინტერნეტი გათიშულია, რაც ქვეყნიდან ინფორმაციის და მონაცემების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს.
















