ბათუმში აქტივისტებმა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავი გაშალეს

ბათუმში აქტივისტებმა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავი გაშალეს

29-01-2025, 23:18 - 2025
3 522

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ აქტივისტებმა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავი გაშალეს.
 
აქტივისტები, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
 

„ჩვენ სულ მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ ვიდგეთ ან ვისხდეთ, მთავარია, ამ კარავში ვიყოთ და გამოუცხადოთ სოლიდარობა მზია ამაღლობელს. 18 დღეა ადამიანი შიმშილობს. კრიტიკული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა და არა მხოლოდ კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი. პოლიციის მოთხოვნა, რომ თურმე გაზონზე უნდა გადავიდეთ, არის აბსოლუტურად უკანონო, რადგან მე ამის უფლება მაქვს. თუ მათ პოლიტიკური შეხედულებებიდან, ძალიან მიკერძოებული, უკუღმართი შეხედულებებიდან გამომდინარე არ მოგვცეს უფლება. წინააღმდეგობა გვექნება“, - ამბობს მალხაზ ჭკადუა.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა