საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.
საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი აბუ დაბიში ე.წ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ე.წ. თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გაემგზავრა.