ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს სიას, ვის დაუწესა გერმანიამ სავიზო სანქციები.
მათი ცნობით, სანქციებში მოხვდნენ:
ვახტანგ გომელაური - შს მინისტრი; ვაჟა სირაძე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი; ზვიად ხარაზიშვილი - შსს-ის გდდ-ის უფროსი; მირზა კეზევაძე - გდდ-ის უფროსის მოადგილე;თეიმურაზ კუპატაძე - შსს-ს კრიმპოლის უფროსი; ლაშა ჯოხაძე - შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; თეიმურაზ კალანდაძე - შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი; ლაშა სალუქვაძე - შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი; დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის წევრი.
გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები 31 დეკემბერს დაუწესა.